ჩემი პროექტები

1.პროექტის სახელწოდება:  At the musiem (მუზეუმი)


2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: გაანალიზებენ მუზეუმის აქტუალობას.
მოირგებენ გიდის როლს. განივითარებენ ლექსიკური მარაგს  და გამოყენებენ. პრაქტიკაში.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ტურისტულად
აქტიურ ზონაში ვცხოვრობთ, შესაბამისად  ყოველდღიურად შემოედინება ტურისტების
ნაკადი. მოსწავლეები შექმნიან მცირე ვიდეო რგოლებს, დაამზადებენ ბუკლეტებს, რათა  უფრო
ცნობადი გახადონ ჩვენი ქვეყნის ისტორია.


4. პრექტის მიზნები:   მოსწავლე შეძლებს ჩამოაყალიბოს იდეები და აზრი ნათლად და
ეფექტურად გამოხატოს  წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით, ჩაწეროს ინტერვიუ, შექმნას
ვიდეორგოლი და მოაწყოს ფოტო გამოფენა. პასუხისმგებლობების და თანამშრომლობითი
უნარების  გაზიარება, გამომუშავება.


5. მონაწილეთა ასაკი:  10-11


6. ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე


7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ტურისტული ბუკლეტის
დამზადება, პროგრამის გაწერა, ვიდეო რგულის შექმნა.პრეზენტაციის შექმნა, აუდიი ჩანაწერის
გაკეთება.


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტელეფონი, კომპიუტერი, პროექტორი.


9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები).
1. პროექტზე მუშაობის დაგეგმვა და სამუშაო ჯგუფების შექმნა და ფუნქციების გადანაწილება.


2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მოსწავლეების მიერ თემასთან
დაკავშირებული კითხვარებისა და პრობლემების ჩამოყალიბება ინგლისურ ენაზე.


3. პროექტის დაწყებამდე ბუკლეტების შექმნა და მოსწავლეებისათვის გადაცემა, კითხვა-პასუხის
რეჟიმში.


4. ექსკურსიის მოწყობა არქეოლოგიურ მუზეუმში.


5.მუზეუმში ნანახი შთაბეჭდილებების გაზიარება პრეზენტაციის მომზადება ინგლისურ ენაზე.


6.ჩატარებული ღონისძიებების ფოტო გამოფენა, ვიდეო რგოლის ჩვენება და კედლის გაზეთის
გამოშვება ინგლისურ ენაზე.


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ისტ-ი,
უცხ.დ.IV.19. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის
მიზნით.


უცხ.დ.IV.18. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.


უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის
(მაგ., თანაკლასელების ნახატების /ნაკეთობების გამოფენის მოწყობა, სპექტაკლის დადგმა,
უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის გაცნობა და სხვა) განხორციელება.


11. პროექტის  ხელმძღვანელი მასწავლებელი: ელეონორა ფუტკარაძე


12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა; eleonora.phutkaradze086@gmail.com


13. პროექტის ვებგერდი/ ბლოგი: https://ict-eleonora.blogspot.com/








No comments:

Post a Comment

ტრენინგის რეფლექსია

 ისტ- ის გამოყენება სასწავლო პროცესში დაიწყო 2018 წლის 26 მაისიდან და  დასრულდა 21 ივნისს. რომელიც ორგანიზებულია მასწავლებელთა პროფესიული გ...